გიორგი გახარია გუდაურში ადგილობრივ მეწარმეებს და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა
გიორგი გახარია გუდაურში ადგილობრივ მეწარმეებს და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა

გიორგი გახარია გუდაურში ადგილობრივ მეწარმეებს და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა.

გიორგი გახარიასთან ერთად ღონისძიებას პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრები: პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, დეპუტატი შალვა კერესელიძე, ბექა ლილუაშვილი და ეკატერინე ვეფხვაძე ესწრებოდნენ.

პარტიის წევრებმა მეწარმეებს პარტიის პროგრამული ხედვის ეკონომიკური მიმართულებები გააცნეს. საუბარი შეეხო სწრაფ, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, საშემოსავლო და მოგების გადასახადის ეტაპობრივად სამწლიან ვადაში შემცირებას. ასევე საუბარი შეეხო დღგ დიფერენცირებული სისტემის დანერგვას, საკვებ პროდუქციაზე დღეს არსებული დღგ განაკვეთის შემცირებას, რაც წაახალისებს სარესტორნო ინდუსტრიას და გაზრდის მოთხოვნას.

საუბარი შეეხო უშუალოდ გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განსავითარებლად ერთიანი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნას, მისთვის შესაბამისი ინსტრუმენტების მინიჭებას და დაფინანსების სპეციალური სისტემის დანერგვას. ყურადღება დაეთმო აღნიშნული მექანიზმით კურორტის განვითარების ერთიანი გეგმის განხორციელებას.

ამავდროულად შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, „ჯერ ქართულის“ პრინციპის დანერგვა.

მეწარმეებთან საუბრის დროს ხაზი გაესვა ახალი რეგიონული პოლიტიკის აუცილებლობას, ტურისტულ საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.