გიორგი გახარია - გოჩა ლორთქიფანიძე იქნება პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში, ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით
გიორგი გახარია - გოჩა ლორთქიფანიძე იქნება პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში, ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით

გოჩა ლორთქიფანიძე იქნება პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში, ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, გოჩა ლორთქიფანიძე, მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ერთ-ერთი საუკეთესო მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გახდა ცნობილი – გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის კვოტით. სწორედ ის იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში.

ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით და დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალიზმით ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

ბატონი გოჩა რამდენიმე თვეში შეუდგება ამ საპატიო და ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლო უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე კი, ჩვენს გუნდში გააგრძელებს საქმიანობას და ჩვენი ქვეყნისათვის მნიშნელოვანი საქმეების კეთებას“, – აცხადებს პრემიერი.

შეგახსენებთ, გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

დატოვე კომენტარი