გიორგი გახარია გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს
გიორგი გახარია გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მაღალი დონის სამიტი ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამიტში სხვადასხვა ქვეყნის ის ლიდერები მონაწილეობენ, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ეფექტური ღონისძიებები გაატარეს.

მათივე ცნობით, ღია მმართველობის მაღალი დონის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.

სამიტი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი