გიორგი გახარია - გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა
გიორგი გახარია - გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა

გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი იყო, ვიდრე რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა“.

„საზოგადოებაში არსებობს უამრავი კითხვა, აბსოლუტურად ლეგიტიმური, იმასთან დაკავშირებით, რატომ ვართ დღეს აქ, რატომ ვაფუძნებთ პოლიტიკურ მოძრაობას. რა თქმა უნდა, მე ვიყავი ამ პოლიტიკური რეალობის ნაწილი და მე გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან. გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს, რიგითი მოქალაქეების პრობლემებს, მარტივი მიზეზის გამო, რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა.

გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი. მე დღეს აქ ვდგავარ თქვენ წინაშე სრული აღქმით იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მეც მაკისრია ამ რეალობის შექმნაში. რა თქმა უნდა, მე ვარ ნაწილი იმ წარმატების და რაც მთავარია, წარუმატებლობის, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამო ვდგავარ აქ. სწორედ ამ პასუხისმგებლობამ არ მომცა შესაძლებლობა, გავქცეულიყავი. სწორედ ეს პასუხისმგებლობა არის, რამაც მომცა ძალა, ვმდგარიყავი თქვენთან ერთად და მეთქვა – გავერთიანდეთ საქართველოსთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ პასუხისმგებლობამ არ მისცა შესაძლებლობა, გაქცეულიყო.

„არ მეშინია არაფერზე საუბრის, რაც გამიკეთებია და რაშიც მონაწილეობა მიმიღია. როგორც აქამდე გამიცია ნებისმიერ კითხვაზე პასუხი, ასე გავაგრძელებთ. იმიტომ, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯის ძირითადი განმსაზღვრელი არგუმენტი და ფაქტორი იყო ფასეულობები ქვეყნის და სახელმწიფოს მსახურება“, – განაცხადა გახარიამ.