გიორგი გახარია - გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, მისი გადასაწყვეტია, მრჩეველი ვერ ვიქნები, ეს მორალური პასუხისმგებლობაა მოქალაქეების წინაშე
გიორგი გახარია - გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, მისი გადასაწყვეტია, მრჩეველი ვერ ვიქნები, ეს მორალური პასუხისმგებლობაა მოქალაქეების წინაშე

„ვერავის მრჩეველი ვერ ვიქნები, ეს ყველა მაღალი თანამდებობის პირის მორალური პასუხისმგებლობაა თავისი მოქალაქეებისა და მხარდამჭერების წინაშე, – ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა გადადგეს თუ არა თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბშვილმა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.

„გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, ეს მისი გადასაწყვეტია, ეს ყველა ადამიანის, მაღალი თანამდებობის პირის მორალური პასუხისმგებლობაა საბოლოო ჯამში მოქალაქეებისა და მხარდამჭერების წინაშე. მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს, მე აქ მისი მრჩეველი ვერ ვიქნები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.