გიორგი გახარია - „ფრონტერას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ძალამ „დაითრია“, ახლა ტელევიზიებში დაატარებენ და რაღაც სისულელეებს ალაპარაკებენ
„ფრონტერას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ძალამ „დაითრია“, ახლა ტელევიზიებში დაატარებენ და რაღაც სისულელეებს ალაპარაკებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მან ამის შესახებ ფეიკ ნიუსებზე საუბრის დროს აღნიშნა.
„როდესაც მაგალითად, „ფრონტერას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ჟარგონალურად რომ ვთქვა, „დაითრია“ და ახლა ტელევიზორებში დაატარებენ, რაღაც სისულელეებს ალაპარაკებენ, მაშინ, როდესაც ოფიციალური მხარე, ეკონომიკის სამინისტრო ეუბნება, მოდი დავსხდეთ და მოვილაპარაკოთო, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.