პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აშშ-ის პრეზიდენტის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, რუსეთის და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ყოფილ მრჩეველს, ბრუკინგსის ინსტიტუტში უფროს მკვლევარს ფიონა ჰილს შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და იმ ახალ, საფრთხის შემცველ გეოპოლიტიკურ რეალობაზე, რომელიც ბოლო პერიოდში რეგიონში შეიქმნა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარიამ ფიონა ჰილთან პარტია „საქართველოსთვის“ მიერ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის აუცილებელ გასატარებელ რეფორმებზე და ღონისძიებებზე ისაუბრა. დისკუსიისას ხაზი გაესვა ფართე შავი ზღვის რეგიონში საქართველოსთვის უსაფრთხოების ჭრილში საკუთარი როლის განმტკიცების მნიშვნელობას და ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულების შემდეგ ქვეყნის გეო სატრანზიტო ფუნქციის გამოყენების აუცილებლობას.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ასევე შეხვდა გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარ ჯონათან კაცს, რომელიც გერმანიის მარშალის ფონდში საქართველოს თემატიკაზე მუშაობს.