გიორგი გახარია - ევროკავშირის ფინანსური დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლასა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება
ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
გახარიამ ევროპელ კოლეგებს ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კრიზისის ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ მუშაობა, მათ შორის, ფინანსური რესურსების მოსაზიდად. მაშინ ევროკავშირი, როგორც ნამდვილ პარტნიორებს შეეფერებათ, ისე დაგვიდგა გვერდით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დახმარება. ამ დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება. ეს არის ამ დახმარების მიზნობრიობა და მინდა, კიდევ ერთხელ ოფიციალურად მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ დახმარების გაწევისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.