გიორგი გახარია ესტონეთის პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
გიორგი გახარია ესტონეთის პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კაია კალასს ესტონეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად დანიშნავს ულოცავს.

როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება.

„ესტონეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ვულოცავ კაია კალასს. მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.

დატოვე კომენტარი