ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ რეალურად, ეს წელი, წლის ბოლომდე, საკმაოდ რთული იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში განაცხადა, სადაც შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს ხვდება.
„ყველას გვესმოდეს, მიუხედავდ იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც დიდი რისკების ქვეშ ვართ. ეპიდემიას ვმართავთ ვირუსის გავრცელების სისწრაფისა და გეოგრაფიის თვალსაზრისით. სწორად უნდა დავალაგოთ და ეფექტურად – იყოს სწრაფი გამოვლენა, ესე იგი ტესტირების გაკეთების სწრაფი მექანიზმები იყოს, ქვეყანაში უნდა იყოს მუდმივი სკრინინგი, მუდმივი ტესტირება უნდა ხდებოდეს კონტროლის, საკონტროლო წერტილების, მაღალი რისკის შემცველი წერტილების, იმისთვის, რომ ინფიცირების სწრაფად გამოვლენა მოხდეს. შემდგომ ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად, რომ სწრფად უმკურნალოს ადამიანს და სწრაფად დააბრუნოს თავის სამუშაო ადგილზე. ფერმერი ბაღში, მუშა ქარხანაში, მეცნიერი ინსტიტუტში, მოსწავლე სკოლაში და საჯარო მოხელე კიდევ იმისთვის, რომ ხალხს ემსახუროს. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა მოვასწროთ 4-5 თვეში.
სერიოზული სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენზე მეტ ფულს ხარჯავენ მეცნიერებში, ხან ამბობენ, რომ იქნება მეორე ტალღა, ხან – რომ არ იქნება მეორე ტალღა. ხან ამბობენ, რომ ხუთ თვეში იქნება ვაქცინა, ხან – რომ ვაქცინა ორი წელი არ იქნება. გაურკვევლობა, ძალიან დიდი გაურკვევლობა არის ამ კრიზისის მახასიათებელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.