გიორგი გახარია - ენერგოდამოუკიდებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დღეს განვიხილავთ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც უფრო ღიასა და კონკურენტულს გახდის ამ ბაზარს
გიორგი გახარია - ენერგოდამოუკიდებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დღეს განვიხილავთ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც უფრო ღიასა და კონკურენტულს გახდის ამ ბაზარს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე ეკონომიკურ საკითხს განიხილავს.

მისივე განმარტებით, პირველ რიგში ეს ეხება ენერგეტიკას.

„როგორც მოგეხსენებათ, ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, მოგეხსენებათ, რომ გარკვეული შეფერხებები არსებობდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მიზეზებით.

დღეს ჩვენ გამოგვაქვს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კიდევ უფრო ღიას, კონკურენტულს გახდის ამ ბაზარს, რომელიც „ფილინგ პრემიუმის“ პრინციპზე იქნება დაფუძნებული, კომერციულად უფრო მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვის, რათა მათი ინვესტიციები იყოს ეფექტური, სწრაფი, რაც ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს“, – აღნიშნა გახარიამ.