გიორგი გახარია – ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება 1,2 მილიონზე მეტ ოჯახს, ხოლო გაზის საფასურის ანაზღაურება 650 ათას ოჯახს შეეხება

12:03, 29.10.2020

როგორც ადრე დავაანონსეთ, ანტიკრიზისული ღონისძიებების მესამე ეტაპი, პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) უკვე ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ გლობალური კრიზისის ფონზე, მთავრობა მოქალაქეებს შეუმსუბუქებს მომავალ თვეებს.

„ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება – 200 კვტ. სთ-მდე – 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს; წყლისა და დასუფთავების გადასახადის ანაზღაურება; გაზის საფასურის ანაზღაურება – 200 მ3-მდე – 650 ათას ოჯახს. სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დახმარებაზე უარი თქვას. გლობალური კრიზისის ფონზე ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ“, – აცხადებს გიორგი გახარია.

მსგავსი