გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს
გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

მთავრობის მეთაური ტვიტერზე წერს, რომ ბრიტანელი ხალხი და მთავრობა დაძლევს ახალ კორონავირუსს და ამ გამოწვევას ისევე, როგორც ამას ყოველთვის ახერხებდა ერის მთელი ისტორიის მანძილზე.

„საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბორის ჯონსონს. დარწმუნებული ვართ, რომ ბრიტანელი ხალხი და მთავრობა დაძლევს ახალ კორონავირუსს და ამ გამოწვევას ისევე, როგორც ამას ყოველთვის ახერხებდა ერის მთელი ისტორიის მანძილზე“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.