გიორგი გახარია - დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ერთიანობის გარეშე ვსუსტდებით და მტერი ამას ჩვენ წინააღმდეგ იყენებს, ერთიანობით შევძლებთ, ავაშენოთ ისეთი საქართველო, სადაც შვილებს ექნებათ ღირსეული მომავალი

დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ერთიანობის გარეშე ჩვენ ვსუსტდებით და მტერი ამას ჩვენ წინააღმდეგ იყენებს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

„გილოცავთ 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლო. საუკუნეების განმავლობაში ქართველმა ხალხმა თავისუფლებისთვის არაერთ ბრძოლას გაუძლო, თუმცა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება.

დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ერთიანობის გარეშე ჩვენ ვსუსტდებით და მტერი ამას ჩვენ წინააღმდეგ იყენებს.

სწორედ ერთიანობით შევძლებთ, ავაშენოთ ისეთი საქართველო, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ ღირსეული მომავალი.

გაუმარჯოს ერთიან, თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!“, – წერს გიორგი გახარია.