გიორგი გახარია - დავმშვიდდეთ, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მთავარია, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება
გიორგი გახარია - დავმშვიდდეთ, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მთავარია, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება

დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სტრატეგიულ თანამშრომლობასთან ერთად, საქართველოში არაფერი ემუქრება არც ამერიკული ბიზნესის ინტერესებს.

თუმცა, გახარიას განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში, როცა, მათ შორის ამერიკელების მხრიდან, ვერ სრულდება საინვესტიციო თუ სხვა სახის ვალდებულებები და საქართველო საარბიტრაჟო დავას იგებს, ეს ყველას უნდა უხაროდეს.

„უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება. ისევე როგორც ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში არაფერი ემუქრება, მაგრამ როდესაც ადამიანები, მათ შორის ზოგ შემთხვევაში ამერიკელებიც, თავიანთ ვალდებულებებს, იქნება საინვესტიციო, თუ სხვა სახის ვალდებულებები, ვერ ასრულებენ და საქართველო არბიტრაჟს იგებს, ეს უნდა გვიხაროდეს, მეგობრებო, კი არ უნდა გვწყინდეს და ჯიბრში კი არ ვუდგებოდეთ ქვეყანას, უნდა გვიხაროდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი