გიორგი გახარია - დადგენილი სტანდარტით,  ეპიდემიოლოგების განმარტებით, მე ახლო კავშირი არ ვარ, მიუხედავად ამისა, გავიტესტე და უარყოფითი პასუხი მივიღე
გიორგი გახარია - დადგენილი სტანდარტით, ეპიდემიოლოგების განმარტებით, მე ახლო კავშირი არ ვარ, მიუხედავად ამისა, გავიტესტე და უარყოფითი პასუხი მივიღე

არსებობს დადგენილი სტანდარტი, რას ნიშნავს ახლო კონტაქტი, რომელიც უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში. ეს არის მეტრზე ახლო დისტანციაზე მყოფი, 15 წუთზე უფრო დიდხანს პირბადეების გარეშე. ასეთი მოცემულობა მე არ მქონია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რატომ არ გადავიდა თვითიზოლაციაში გურიაში გამართული ღონისძიების შემდეგ, სადაც რამდენიმე ადამიანს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მან ტესტირება ჩაიტარა და უარყოფითი პასუხი მიიღო.

„არსებობს დადგენილი სტანდარტი, თუ რას ნიშნავს ახლო კონტაქტი, რომელიც უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში – ეს არის მეტრზე ახლო დისტანციაზე მყოფი, 15 წუთზე უფრო დიდხანს პირბადეების გარეშე. ასეთი მოცემულობა მე არ მქონია. ეპიდემიოლოგების განმარტებით, მე ახლო კავშირი არ ვარ. თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე, გავიტესტე როდესაც დავბრუნდი და საბედნიეროდ, უარყოფითი პასუხი მივიღე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.