გიორგი გახარია - ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს ყველანაირი ცეკვების გარეშე გააკეთოს
გიორგი გახარია - ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს ყველანაირი ცეკვების გარეშე გააკეთოს

ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში და ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ცეკვების გარეშე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ირაკლი შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ირაკლი შოთაძე არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება და პროფესიონალი.

„გენერალური პროკურორის კანდიდატს, გარკვეული დროის შემდეგ უკვე საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს. იქ საკმაოდ ბევრი ღირსეული კანდიდატია. მე ვიცნობ მხოლოდ და მხოლოდ ირაკლი შოთაძეს. შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, პროფესიონალი, და მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმაც და პასუხისმგებლობის აღებაც. ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში და ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ცეკვების გარეშე გააკეთოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს გუშინ წარედგინა.