გიორგი გახარია - ჩვენმა პედაგოგიურმა კორპუსმა დაგვანახა, როგორ შეიძლება, გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის საშუალება
გიორგი გახარია - ჩვენმა პედაგოგიურმა კორპუსმა დაგვანახა, როგორ შეიძლება, გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის საშუალება

ჩვენმა პედაგოგიურმა კორპუსმა დაგვანახა, როგორ შეიძლება, გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის საშუალება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ეს ნათელი მაგალითია იმ დევიზისა, რომელსაც ყველა უნდა გავყვეთ – კრიზისი, როგორც შესაძლებლობა.

„ჩვენმა პედაგოგიურმა კორპუსმა აბსოლუტურად სწრაფად გვანახა, როგორ შეიძლება, გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის ყველაზე სწრაფი, მარტივი და ეფექტური საშუალება.

ეს უნდა გავაგრძელოთ ყველგან, ტურიზმში სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკაში, ჩვენი ეკონომიკური სოციალური ალბათ პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროშიც.

ამიტომ, რადგან ვამბობთ, რომ ეს კრიზისი ქვეყანამ უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად ეფექტურად ნელნელა უნდა ავამუშავოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ, 22 მაისის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება.