გიორგი გახარია - ჩვენი ახალგაზრდების გუნდი პარლამენტში აჩვენებს მაგალითს, როგორი უნდა იყოს ქართველი პოლიტიკოსი
გიორგი გახარია - ჩვენი ახალგაზრდების გუნდი პარლამენტში აჩვენებს მაგალითს, როგორი უნდა იყოს ქართველი პოლიტიკოსი

მოლოდინით ყველაფერს ველოდებით, მაგრამ ამაზეც რეაქციას არ გვექნება, – ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარია ჟურნალისტების კითხვას, ელოდება თუ არა წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ თავის გეგმებს მიყვება.

„მე საერთოდ ამას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ, ნული იქნება რეაქცია. ახლა მოლოდინით ყველაფერს ველოდებით, მაგრამ ამაზეც რეაქციას არ მივცემთ, ჩვენ უბრალოდ როგორც ვხედავთ, ჩვენს გეგმას მივყვებით. ვხსნით ოფისებს წყნარად, მშვიდად, ვქმნით ახალგაზრდების გუნდს, რომლებიც მშვენივრად მუშაობენ. ჩვენი ახალგაზრდა პოლიტიკოსების გუნდი პარლამენტში მაგალითს აჩვენებენ, როგორი უნდა იყოს ქართველი პოლიტიკოსი, რომლის ძირითადი საზრუნავი არის სახელმწიფო და არა მისი პირადული ან პარტიული ინტერესები. რაც შეეხება ვიღაცა რაღაცას დამიძახებს ან რაღაცნაირ შეფასებას გააკეთებს, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის ამას არა აქვს. მე ამაზე რეაქცია არ მექნება“, – განახცადა გახარიამ.