გიორგი გახარია - ჩვენ სწრაფად უნდა აღვადგინოთ თითოეული სამუშაო ადგილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართულ ოჯახებში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს  შემოსავალი, რომელიც პანდემიამდე გვქონდა
გიორგი გახარია - ჩვენ სწრაფად უნდა აღვადგინოთ თითოეული სამუშაო ადგილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართულ ოჯახებში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს შემოსავალი, რომელიც პანდემიამდე გვქონდა

თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, როგორც ჯანმრთელობის პირადი მონიტორინგი, ასევე ხანდაზმულებზე ყურადღების გამახვილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ნებისმიერი პირველადი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოქალაქე უნდა დაუკავშირდეთ „112“-ს და ჯანდაცვის სამინისტრო თითოეულ მოქალაქეს დაეხმარება.

„ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იქით, რომ სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ სწრაფად უნდა აღვადგინოთ თითოეული სამუშაო ადგილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართულ ოჯახებში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ის შემოსავალი, რომელიც გვქონდა პანდემიამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.