გიორგი გახარია - ჩვენ, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, გავუმკლავდეთ გამოწვევას ისე, რომ საბოლოოდ არ შევზღუდოთ ეკონომიკური აქტივობები
გიორგი გახარია - ჩვენ, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, გავუმკლავდეთ გამოწვევას ისე, რომ საბოლოოდ არ შევზღუდოთ ეკონომიკური აქტივობები

ჩვენ, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, გავუმკლავდეთ გამოწვევას ისე, რომ საბოლოოდ არ შევზღუდოთ ეკონომიკური აქტივობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„საყოველთაო კარანტინი ნიშნავს სახლიდან გამოსვლის აკრძალვას, რაც დღეს ობიექტური რეალობაა ევროპის ბევრ დედაქალაქში. ჩვენ, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას ისე, რომ საბოლოოდ არ შევზღუდოთ ეკონომიკური აქტივობები. ამიტომ ვცდილობთ, დავიჭიროთ ბალანსი. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს, ჩვენ ეკონომიკას არ აქვს იმხელა რეზერვები, რომ თვეების განმავლობაში, უმუშევრობისა და ეკონომიკის გაჩერების პირობებში, ასუბსიდიროს თითოეული მოქალაქე. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. ასევე გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ხვალიდან იმოქმედებს კომენდანტის საათიც, 21:00-დან დილის 06:00 საათამდე.