გიორგი გახარია - ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის გამოწვევები, რომლებიც დღეს კახეთში რთველთან დაკავშირებით არსებობს
გიორგი გახარია - ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის გამოწვევები, რომლებიც დღეს კახეთში რთველთან დაკავშირებით არსებობს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე რთველთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მათ კარგად იციან ის გამოწვევები, რომელიც კახეთში, რთველთან დაკავშირებით არსებობს. გიორგი გახარიას თქმით, საკითხზე ინფორმაციას მედიის წარმომადგენლებს დეტალურად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიაწვდის.

„კახეთში მიმდინარე რთველის საკითხს განვიხილავთ სხდომაზე და ამაზე მოგვახსენებს ლევან დავითაშვილი. ჩვენ, ძალიან კარგად ვიცით ის გამოწვევები, რომელიც დღეს კახეთში არსებობს. ჩვენ უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შესაბამისი შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული. ეს ბატონმა ლევან დავითაშვილმა ძალიან კარგად იცის და დარწმუნებული ვარ, მედიასაც გააცნობს ინფორმაციას რთველის მიმდინარეობის შესახებ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.