გიორგი გახარია - ჩავატარეთ ათი საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იყო 166 დამნაშავე, მათ შორის ათი „კანონიერი ქურდი“
გიორგი გახარია - ჩავატარეთ ათი საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იყო 166 დამნაშავე, მათ შორის ათი „კანონიერი ქურდი“

ჩავატარეთ ათი საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იყო 166 დამნაშავე, მათ შორის ქართული წარმომავლობის ათი კანონიერი ქურდი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილში მინდა მოგახსენოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აფართოებს პოლიციის ატაშეების ქსელს. წელს, ჩვენ დაგვემატა რამდენიმე ქვეყანა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა ათი საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იყო 166 დამნაშავე, მათ შორის ქართული წარმომავლობის ათი კანონიერი ქურდი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.