გიორგი გახარია, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება
გიორგი გახარია, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში ორდღიან ოფიციალური ვიზიტს დღეს დაიწყებს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატო-ს შტაბბინაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

მათივე ცნობით, დღეს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

„ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტის სხინასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ-მარია სასოლისთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელთან, ასევე ევროკომისრებსა და ევროპარლამენტის წევრებთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი შედიან.

გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს 30 სექტემბერს დაასრულებს.