გიორგი გახარია – ბრიუსელში ჩემი გზავნილი მკაფიო და თანმიმდევრულია, ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო
ბრიუსელში ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
გახარიას თქმით, კონსენსუსი უნდა იქნეს მიღწეული მიზანმიმართული ზომების გარშემო, რომლებიც პასუხისმგებელ პირებს სრულ პასუხისმგებლობას დააკისრებს.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომამდე, ბრიუსელში მინისტრებსა და ევროკავშირის დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების დროს ჩემი გზავნილი რჩება მკაფიო და თანმიმდევრული: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო. კონსენსუსი უნდა იქნეს მიღწეული მიზანმიმართული ზომების გარშემო, რომლებიც პასუხისმგებელ პირებს სრულ პასუხისმგებლობას დააკისრებს“, – წერს გიორგი გახარია.
Ahead of the EU Foreign Affairs Council, during my meetings with Ministers and EU stakeholders in Brussels, my message remains clear and consistent: The Georgian people must not be punished for the Georgian Dream regime’s brutal repressions. Consensus must be built around…
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) July 15, 2025