გიორგი გახარია - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მოსყიდვა, დაშინება - ბევრი ტრაფარეტული სიტყვაა, ვერც ერთ დამადასტურებელ ფაქტს ვერ მოიყვანთ
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მოსყიდვა, დაშინება და კიდევ ბევრი ტრაფარეტული სიტყვა, ერთი და იგივე მეორდება – ვერც ერთ დამადასტურებელ ფაქტს ვერ მოიყვანთ, – განუცხადა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
„ასეთი დამადასტურებელი ფაქტი თუ იქნება, საარჩევნო კამპანიაში არსებობს სპეციალური მექანიზმები, რომ მოხდეს მისი გასაჩივრება. არსებობს უწყებათაშორისი კომისია, ეს საარჩევნო კამპანია არის უკიდურესად ღია, უკიდურესად გამჭირვალე. ამიტომ, არანაირი პრობლემა, არანაირი რისკი არ არსებობს, რომ მსგავსი ქმედებებით ვინმეს შეეძლება, რეალური ზემოქმედება იქონიოს არჩევნებზე. სამაგიეროდ, არსებობს უფრო შეფარული მექანიზმები, რომელიც დღეს ქალბატონი თეა წულუკიანის ბრიფინგზე მოვისმინეთ. იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს ხომ ყველას საერთო არჩევნებია.
ერთი რამ უნდა გვესმოდეს, არჩევნების დემოკრატიულად, ღიად და ტრანსპარენტულად ჩატარება ჩვენი ყველას ვალდებულებაა. არა მხოლოდ მთავრობის, მოქალაქეების, ოპოზიციის, პარტიების, ყველასი და და ეს იქნება საერთო გამარჯვება და საერთო გამარჯვება, არა რომელიმე პარტიის და „ოცნების“, ქვეყნის. ამიტომ, ამ ამბავშიც, ამ თემაშიც და ამ საკითხშიც ჩვენ უნდა ვიყოთ მოკავშირეები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.