გიორგი გახარია – არსებობს არჩევნები, პარლამენტი და არსებობს მიკროფონი, რომელსაც იმედია, ამ შენობაში მაინც აღარ გამორთავენ

15:45, 07.09.2019

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ფრაქციების მოსმენაზე განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნებით შეიცვლება.

„ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შეცვლა ფიზიკური ძალადობით ვეღარ მოხდება.

ამისთვის, არსებობს არჩევნები, ამისთვის არსებობს პარლამენტი და ამისთვის არსებობს მიკროფონი, რომელსაც იმედია, რომ ამ შენობაში მაინც აღარ გამორთავენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი