გიორგი გახარია – არავინ იცის, შეჭრას შემდგომ რა მოჰყვება და რა შედეგებამდე მივდივართ, სამოქალაქო არეულობა ამ ქვეყანას ერთხელ და ორჯერ არ გამოუვლია

23:32, 27.06.2019

სამოქალაქო არეულობა ამ ქვეყანას ერთხელ და ორჯერ არ გამოუვლია და იცის, რა არის, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ის, რომ მსგავსი ძალადობრივი ფაქტები არ მიიყვანოს, არ დაუშვას ძალადობრივად შეჭრა, არ დაუშვას ამ შტურმის მიზნის მიღწევა. ეს არის მისი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, ეს არის სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობა. ჩვენი პასუხისმგებლობაა ისიც, ეს გავაკეთოთ ისე, რომ მაქსიმალურად მინიმალური ზიანი მიადგეს, მაქსიმალურად ხარისხიანად ვიმუშაოთ, მინიმალური ზიანი მიადგეს ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის სამართალდამცავი სისტემის ფუნქცია. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციას, რომელსაც ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, უნდა დაეთმო და ეთქვა ბოდიში, მობრძანდით, შებრძანდით პარლამენტში და შემდგომ უკვე ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვნახოთ, როგორ იქნება. ასე სახელმწიფო არ შენდება და ჩვენ ხომ ვამბობთ იმას, რომ არიან ადამიანები, რომლების პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ფიზიკურად, შტურმით იჭრებიან პარლამენტში და სახელმწიფოს ვალდებულებაა, ინსტიტუტების გარდა, მოქალაქეებიც დაიცვას, რადგან არავინ იცის, ამ შეჭრას შემდგომ რა მიზნები მოჰყვება და რა შედეგებამდე მივდივართ. სამოქალაქო არეულობა ამ ქვეყანას ერთხელ და ორჯერ არ გამოუვლია და იცის, რა არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი