გიორგი გახარია ამნისტიაზე - ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ სახელმწიფო იყოს ჰუმანური, მაგრამ ეფექტური
ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ სახელმწიფო იყოს ჰუმანური, მაგრამ ეფექტური, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ამნისტიასთან დაკავშირებულ შეკითხვას.
„რაც შეეხება ამნისტიას, მე ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ სახელმწიფო იყოს ჰუმანური, მაგრამ ეფექტური. ამ პოზიციიდან დავიჭერ ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.