გიორგი გახარია – აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერებთან ვიდეოკონფერენციისას სანდო პარტნიორის რანგში განვამტკიცეთ საქართველოს ევროპული მისწრაფებები
აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერებთან მქონდა უმნიშვნელოვანესი საუბარი ვიდეოკონფერენციის ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ევროკავშირს და პარტნიორ ქვეყნებს პანდემიის პერიოდში აღმოჩენილი დახმარებისთვის.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერებთან მქონდა უმნიშვნელოვანესი საუბარი, ვიდეო კონფერენციის ფორმატში. სანდო პარტნიორის რანგში განვამტკიცეთ საქართველოს ევროპული მისწრაფებები და მომავალზე ორიენტირებული პროგრამის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი. მადლობელი ვართ, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნებისადმი პანდემიის პერიოდში აღმოჩენილი დახმარებისთვის. ევროკავშირის როლი მნიშვნელოვანია კონფლიქტის გადაჭრაში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Had an insightful exchange at the EaP leaders’ VTC. As a trusted partner, we reaffirmed 🇬🇪’s European aspirations & underlined the importance of a forward-looking agenda. Grateful for 🇪🇺 & our partners’ support during the pandemic. The EU’s role is crucial in conflict resolution. pic.twitter.com/1srluMnLZE
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) June 19, 2020