გიორგი გახარია - 8 მარტის შეთანხმება ქართული დემოკრატიის მიღწევაა, ამ მიღწევის რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მიუღებელია
გიორგი გახარია - 8 მარტის შეთანხმება ქართული დემოკრატიის მიღწევაა, ამ მიღწევის რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მიუღებელია

8 მარტის შეთანხმება ქართული დემოკრატიის მიღწევაა, რომელშიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, კონკრეტული ქვეყნის ელჩებმა მიიღეს პირდაპირი მონაწილეობა, როგორც ფასილიტატორებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სისტემა, რომელზეც შეთანხმება შედგა, იმდენად ხარისხობრივი სისტემური ცვლილებაა ქვეყნის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომ ამ მიღწევის რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მიუღებელია.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ქვეყანაში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება არის ფუნდამენტური თემა, რომლის ირგვლივაც პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა. შესაბამისად, პერსონალურად ჩემთვის პროპორციულ სისტემას ამ პროპორციულ სისტემასთან მიახლოებულ სისტემას, რომლითაც წლევანდელი არჩევნები უნდა ჩავატაროთ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს არის სისტემური საკითხი, რომელიც ხაზს უსვამს ქართული დემოკრატიის ხარისხს და ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარების ვექტორს აწესებს. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიდი მიღწევა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.