გიორგი გახარია - 8 ივლისს პოლიციამ დასვენების გარეშე უზრუნველყო სიმშვიდე და მართლწესრიგი, უპასუხისმგებლო, ახალგაზრდებს ამოფარებულ პოლიტიკოსებს ამის გაგონებაც არ უნდოდათ
გიორგი გახარია - 8 ივლისს პოლიციამ დასვენების გარეშე უზრუნველყო სიმშვიდე და მართლწესრიგი, უპასუხისმგებლო, ახალგაზრდებს ამოფარებულ პოლიტიკოსებს ამის გაგონებაც არ უნდოდათ

8 ივლისს ოთხი აქცია იმართებოდა ერთდროულად 14 საათის განმავლობაში, ჩვენმა პოლიციამ დასვენების გარეშე უზრუნველყო სიმშვიდე და მართლწესრიგი, უპასუხისმგებლო, ახალგაზრდებს ამოფარებულ პოლიტიკოსებს ამის გაგონებაც არ უნდოდათ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გასცეს თუ არა 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე მყოფ სპეცრაზმელებზე პრემიები, მინისტრმა განაცხადა, რომ არა.

„არ დაგიდასტურებთ, პრემიებს ჩვენ გავცემთ გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც მასობრივი ღონისძიებების მიმართულებით ჩვენს თანამშრომლებს უწევთ ღამის საათებში და ზედმეტ საათებში მუშაობა, ეს გაგრძელდება მომავალშიც. მაგალითად, 8 ივლისს, რატომღაც ამას არავინ აღნიშნავს, ოთხი აქცია ერთდროულად, ზუსტად 14 საათის განმავლობაში, დასვენების გარეშე, ჩვენმა პოლიციამ უზრუნველყო სიმშვიდე, მართლწესრიგი, როდესაც ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს, ახალგაზრდებს ამოფარებულს, დემაგოგიითა და რაღაც გაურკვეველი მოთხოვნებით, უბრალოდ გაგონებაც არ უნდოდათ, რომ მოდით, იქნებ პოზიტიურ დღის წესრიგზე ვისაუბროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.