გიორგი გახარია - 20 ივნისი მიღირდა იმად, რომ ამ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ და მეათედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შეჭრით და ძალადობით არ უნდა შეიცვალოს
გიორგი გახარია - 20 ივნისი მიღირდა იმად, რომ ამ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ და მეათედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შეჭრით და ძალადობით არ უნდა შეიცვალოს

20 ივნისი რად მიღირდა იცით? მიღირდა იმად, რომ ამ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ და მეათედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შეჭრით და ძალადობით არ უნდა შეიცვალოს, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას კითხვას, რად უღირდა 20 ივნისი.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამ ქვეყანაში ძალადობით, პარლამენტში შეჭრით პოლიტიკური წყობა არ უნდა შეიცვალოს.

„20 ივნისი რად მიღირდა იცით? მიღირდა იმად, რომ ამ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ და მეათედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შეჭრით და ძალადობით არ უნდა შეიცვალოს. ამას იმხელა ფასი აქვს, რომელიც თქვენ შეიძლება ვერ წარმოგიდგენიათ, რადგან ბევრი თქვენგანი როდესაც ძალადობრივად ამ ქვეყანაში პოლიტიკური წესრიგი იცვლებოდა, ამაში მონაწილეობას იღებდა. ამიტომ, უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ამიტომ უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომ აი, ეს პოლიტიკური ელიტა ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შეიცვალოს, რომ არასოდეს, ამ ქვეყანაში კიდევ ძალადობით, პარლამენტში შეჭრით პოლიტიკური წყობა არ უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებით. აი ამად მიღირდა 20 ივნისი“, – განაცხადა გიორგი გახარია.

დატოვე კომენტარი