გიორგი გახარია 15 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
გიორგი გახარია 15 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 15 ოქტომბერს მთავრობის მეთაური სომხეთს ეწვევა.

ამასთან, მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტი ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე შედგება, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.