გიორგი გახარია - 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, პირველი ივლისიდან კი, საქართველო იქნება მზად უცხოელი ტურისტების მისაღებად
გიორგი გახარია - 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, პირველი ივლისიდან კი, საქართველო იქნება მზად უცხოელი ტურისტების მისაღებად

15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ივლისიდან კი, საქართველო მზად იქნება იმისთვის, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები.

„ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით, ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია“, – განაცხადა პრემიერმა.