გიორგი გახარია - 12 მაისიდან 12 მაისამდე კრიტიკულად შემცირდა ე.წ. კლუბური ნარკოტიკით გარდაცვლილების რიცხვი
გიორგი გახარია - 12 მაისიდან 12 მაისამდე კრიტიკულად შემცირდა ე.წ. კლუბური ნარკოტიკით გარდაცვლილების რიცხვი

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პარლამენტის შენობის წინ ბიუსტის დადგმის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო ერთ წელში ე.წ. კლუბური ნარკოტიკების ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდების გარდაცვალების რიცხვი კრიტიკულად შემცირებულია. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, შს მინისტრის თქმით, პოლიცია ამ ბიუსტით ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს.

„პირველი, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი. მეორე, ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის მზად ვართ მწვავე, კრიტიკულ კითხვებს ვუპასუხოთ როგორც ჩვენი ოპონენტებისგან ხშირად ჩვენი გუნდის წევრებისგანაც და აქ ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას.

შინაარსობრივად რაც საკითხს შეეხება, 12 მაისის შემდეგ როდესაც ჩატარებული იყო ეს ღონისძიება, კლუბებთან დაკავშირებული, კლუბური ნარკოტიკების ინტოქსიკაციით გარდაცვალების ფაქტი ერთი წლის განმავლობაში გვქონდა ორი შემთხვევა, ორი ტრაგიკული შემთხვევა. რა თქმა უნდა, ესეც ბევრია, მაგრამ, ყველას კარგად გვახსოვს, ერთი წლის წინ ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში იყო უმძიმესი მოლოდინის დღეები და იმდენად კრიტიკულად არის შემცირებული ასეთი შემთხვევები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ 12 მაისიდან 12 მაისამდე საქართველოში კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის და კლუბიდან გამოსული ადამიანების გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა ორი ტრაგიკული შემთხვევა.

ამის შემდგომ აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორც კი მსგავსი, ეს პოზიტიური გაუმჯობესებული მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერასოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და არ იქნება არც ერთი დახურული ზონა.

ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით იმ ადამიანებს რომლებმაც ეს ტრაგედია გამოიარეს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ ვიცავდით გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ, როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით დღესაც, დავიცავთ იმ ბიუსტით გამოხატვის თავისუფლებას რომელიც დგას აქ რუსთაველზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.