გიორგი გახარია 1 200-ლარიან დახმარებაზე - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკაში ჟანგბადი იყოს მეტი, თუ ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ან გრძელდება, ამ საკითხს განვიხილავთ
გიორგი გახარია 1 200-ლარიან დახმარებაზე - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკაში ჟანგბადი იყოს მეტი, თუ ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ან გრძელდება, ამ საკითხს განვიხილავთ

ყველაფერი კეთდება, რათა სახელმწიფოს მსგავსი სოციალური დახმარების პაკეტები აღარ დასჭირდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ან გრძელდება, რა თქმა უნდა, ამ საკითხს დავუბრუნდებით და განვიხილავთ, – ამის შესახებ შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 1 200-ლარიან დახმარებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ეკონომიკაში იყოს მეტი ჟანგბადი, შეჩერდეს სამუშაო ადგილების დაკარგვა და დაიწყოს სწრაფი აღდგენა.

„1 200 ლარიან დახმარებას რაც შეეხება – ეს არის ძალიან ურთიერთდაკავშირებული საკითხები, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკაში ჟანგბადი იყოს უფრო მეტი, სამუშაო ადგილების დაკარგვა შეჩერდეს და შემდეგ სწრაფად დავიწყოთ აღდგენა. ეს ყველაფერი კეთდება, რათა სახელმწიფოს მსგავსი სოციალური დახმარების პაკეტები აღარ დასჭირდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ან გრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით და განვიხილავთ“, – განაცხადა პრემიერმა.