გიორგი გაგუა - ახალგაზრდული ნაკრების მარცხი საჭიროც იყო, გავიგეთ, რა ნაკლი გვაქვს #1TVSPORT
გიორგი გაგუა - ახალგაზრდული ნაკრების მარცხი საჭიროც იყო, გავიგეთ, რა ნაკლი გვაქვს #1TVSPORT

გიორგი გაგუამ კომენტარი გააკეთა თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან გასვლაზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაზე, რომელიც სტამბოლში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 0:1 წააგო.

ესპანური „რეალ უნიონის“ 21 წლის თავდამსხმელის აზრით, პორტუგალიასთან (5:1) და თურქეთთან (1:0) წაგებები დროულიც იყო, რადგან ევრო 2023-მდე გუნდმა საკუთარი ნაკლი კარგად დაინახა.

„რა თქმა უნდა, ეს შეკრება უარყოფითად შეფასდება, რადგან ვერცერთი მატჩი მოვიგეთ და მოწინააღმდეგეს ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. ვფიქრობ, რომ ეს საჭიროც იყო, რაღაც დონეზე იმისთვის, რომ მიმვხვდარიყავით, თუ რა დონეზე ვართ და რა ასპექტები გვაქვს გამოსასწორებელი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვასწოროთ შეცდომები და მხოლოდ მომავალზე ვიფიქროთ“, – ამბობს გიორგი გაგუა.