გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციას მამუკა ხაზარაძე მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებით გამოეხმაურა
გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციას მამუკა ხაზარაძე მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებით გამოეხმაურა

​„ის, ვინც არ რეაგირებს ბოროტებაზე, ისეთივე დამნაშავეა, როგორც ის, ვინც აკეთებს ამ ბოროტებას. ის, ვინც იღებს მას პროტესტის გარეშე, ხდება ამ მოქმედების თანამონაწილე“, – მარტინ ლუთერ კინგის ამ სიტყვებით გამოეხმაურა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ დაგეგმილ სავარაუდო ლიკვიდაციას „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს თავის მოქალაქეს,  ვერ პასუხობს ქართველებისთვის ღირსების დამამცირებელ პირდაპირ მუქარას ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლისგან, ოკუპანტი ქვეყნის გეგმების გამტარებელი და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედია. სახელმწიფოს ღირსება, როლი და მნიშვნელობა სწორედ მისი მოქალაქეების ღირსების, უსაფრთხოების და უფლებების დაცვით იზომება“, -აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

„აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია შურისძიების მიზნით იგეგმებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობის დამკვეთი ვლადიმერ პუტინის მარჯვენა ხელი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია“, – აღნიშნულია „ლელო საქართველოსთვის“ პრესრელიზში.