გიორგი გაბუნია – სააკაშვილი, როგორც ლიდერი, დასრულებულია და ახლა ცდილობენ, საზოგადოებას ლიდერის როლი აჩვენონ და პოზიციები გაიმყარონ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნარჩენებში, რაც შემორჩათ

11:46, 10.09.2026

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც წლების განმავლობაში დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას, იძირება. ვინც ამ გემზე შერჩა, მასთან ერთად ჩაიძირება, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური მომავალი არ აქვს.

„„ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა გვარამიაზე მეტი „ნაცი“ ვინ არის? წლების განმავლობაში მათ მცდელობა ჰქონდათ, სხვადასხვა გუნდად ჩამოყალიბებულიყვნენ და გაშლილიყვნენ, მაგრამ იდეოლოგიურად, ღირებულებებით, არსითა და შინაარსით ეს ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მისი იდეის გამტარებლები არიან. სააკაშვილისგან, რომელიც მათთვის ერთ დროს კერპი იყო, დღეს კი ჩამქრალი კერპია და ციხეში საკუთარ აჩრდილებს ებრძვის, რეალურად არაფერი აღარ დარჩა. მათ მიიჩნიეს, რომ სააკაშვილი, როგორც ლიდერი, დასრულებულია და ახლა ცდილობენ, საზოგადოებას წამყვანი ლიდერის როლი აჩვენონ და პოზიციები გაიმყარონ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნარჩენებში, რაც დღეს შემორჩათ.

ეს უბადრუკი პოლიტიკური ძალა, რომელმაც წლების განმავლობაში დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას, იძირება – ვხედავთ, როგორ შერჩნენ ამ ჩაძირულ გემს და ვერ გარბიან. ისინი ამ გემთან ერთად ჩაიძირებიან. მათ სხვა პოლიტიკური გამოსავალი და მომავალი არ აქვთ. ამ ყველაფერს საკონსტიტუციო სარჩელი დაასრულებს, რომელიც  იმის მყარი სამართლებრივი განაჩენი იქნება, რომ მათ მომავალში ვეღარ შეძლონ პრობლემების შექმნა ქვეყნისთვის როგორც შიგნით, ისე გარეთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი