გიორგი გაბუნია – „ნაციონალური მოძრაობა“ მტრული ძალაა, რომელიც პირდაპირ გარედან იმართება, ქართულ პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის, ამას საკონსტიტუციო სასამართლო უზრუნველყოფს

11:36, 29.07.2026

„ნაციონალური მოძრაობა“ 500-კაციან პარტიად ჩამოყალიბდა. ამ პარტიამ საქართველოს მტრობისა და ქვეყნის დაზიანების გარდა, არაფერი აკეთა. მტრული ძალაა, რომელიც პირდაპირ გარედან იმართება და ფინანსდება, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს პარტია მათ პატრონებსაც აღარ აინტერესებთ“.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ეს ადამიანი ცდილობს, საზოგადოებას თავი შეახსენოს. რა განცხადებებს აკეთებს, საზოგადოება ხედავს. საკონსტიტუციო სასამართლოს ველოდებით, რომ საქმის განხილვას დროულად დაიწყებს და გადაწყვეტილების მიღება დროულად მოხდება, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში საქმიანობა დაასრულოს. ის მტრული საქმიანობა, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ წლები აწარმოებდა. მათი ერთადერთი მომავალია, პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდნენ, რადგან ქართულ პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის. ამას საკონსტიტუციო სასამართლო უზრუნველყოფს“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

მსგავსი