გიორგი გაბუნია – კულტურის მინისტრად საუკეთესო კანდიდატი იქნება არჩეული, ბევრი გამოწვევაა, რასაც ერთობლივი მუშაობა სჭირდება, ახალ მინისტრს ვუსურვებ, პრობლემების გადაჭრაზე იმუშაოს
თინათინ რუხაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩემთანაც არაერთხელ უხსენებია, ბუნებრივია, დეტალებში არ შევალ. არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ამაში ეჭვი შევიტანო, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
გიორგი გაბუანია თინათინ რუხაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.
„მინდა, თინათინ რუხაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო. როცა კულტურის მინისტრი იყო, აქტიური თანამშრომლობა გვქონდა. მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩემთანაც არაერთხელ უხსენებია. ბუნებრივია, დეტალებში არ შევალ. არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ამაში ეჭვი შევიტანო. მინდა, წარმატება ვუსურვო. კულტურის ახალი მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. მინისტრის კანდიდატურაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს. ვინც იქნება არჩეული, საუკეთესო კანდიდატი იქნება. გამოწვევა ბევრია, რასაც ერთობლივი მუშაობა სჭირდება. ახალ მინისტრს ვუსურვებ, პრობლემების გადაჭრაზე იმუშაოს. რაც შეეხება გამოწვევებს, ეს პრობლემები ინფრასტრუქტურის მიმართულებით იყო და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, განსაკუთრებით, რეგიონებში, სადაც კულტურის სახლები, თეატრები მასობრივად განახლდა. ამ თვალსაზრისით ახალი მინისტრის საქმიანობა მნიშვნელოვანი იქნება. დაველოდოთ, ვინ იქნება შერჩეული“, – განაცხადა გიორგი გაბუანიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ თანამდებობა 28 ივლისს დატოვა. როგორც თინათინ რუხაძის განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო.