რუსთაველის გამზირზე გიორგი გაბედავა დააკავეს [ფოტო/ვიდეო]

18:53, 13.05.2018

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გაბედავა რუსთაველის გამზირზე დააკავეს.

ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. გაბედავა პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს, რასაც მისი მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა.

ადგილზე ამ დროისთვის მცირე დაპირისპირებაა.

გაბედავა რამდენიმე მოქალაქესთან ერთად ქაშვეთის ეკლესიასთან იყო და 9 აპრილის მემორიალთან მისვლა სურდა.

 

მსგავსი