გიორგი გაბედავა - ჩემპიონთა ლიგაზე ერთმატჩიანი თამაშები კარგი შანსია
გიორგი გაბედავა - ჩემპიონთა ლიგაზე ერთმატჩიანი თამაშები კარგი შანსია

თბილისის „დინამოს“ ახალწვეულმა გიორგი გაბედავამ, გუნდზე და პანდემიის პერიოდში მზადებაზე ილაპარაკა.

„უპირველესად, მიხარია, რომ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი ვარ. ეს ყველა ქართველის ოცნებაა და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაცაა. გუნდში შესანიშნავი გარემოა. ევროპაში ასეთ ბაზას და პირობებს ბევრი კლუბი ინატრებს“ – ამბობს გიორგი გაბედავა.

გამოცდილმა თავდამსმხელმა გუნდთან ადაპტაციაზეც ილაპარაკა:

„ახალ გუნდში გადასვლისას ადაპტაცია აუცილებელია. ყველა მწვრთნელს თავისი ინდივიდუალური მიდგომა აქვს, მაგრამ არ გამჭირვებია. ჩემპიონთა ლიგაზე ერთმატჩიანი თამაშები გველის და მიმაჩნია, რომ ეს შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგ შანსს მოგვცემს“.

გიორგი გაბედავამ მაყურებლის ფაქტორიც ახსენა: „მაყურებელი ბევრს ნიშნავს. ევროპის ტოპ-ჩემპიონატებსაც ეტყობა, უმაყურებლობამ თამაშებს რამხელა დაღი დაასვა. ხალხის მხარდაჭერა დიდი მუხტია და ფეხბურთელისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია“.

გიორგი გაბედავა 2018 წლის ეროვნული ლიგის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელია. „დინამოში“ ის „საბურთალოდან“ გადავიდა, სადაც ერთი წელი ითამაშა.