გიორგი ელბაქიძე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT
გიორგი ელბაქიძე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი ელბაქიძე კონტინენტის ჩემპიონი გახდა. ფინალში მან სომეხი ნარეკ ჰარუთინიანი დაამარცხა. ქართველი მოჭიდავე დაპირისპირებისას 0:5-ს აგებდა, რის შემდეგაც მან სასწაული მოახდინა და ბოლო წამებზე 6:5 გაიმარჯვა.

ტურნირზე ფინალში კიდევ ორმა ქართველმა, გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ) და ევსემ შველიძემ (79 კგ) იასპარეზეს, მაგრამ ორივე მათგანი დამარცხდა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

დღესვე, ფინალური ბლოკის დაწყებამდე ნახევარფინალები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა, სადაც ოთხმა ქართველმა იჭიდავა. ფინალში გასვლა კი მხოლოდ სოლომონ მანაშვილმა შეძლო, რომელმაც ნახევარფინალში აზერბაიჯანელი აჰმედოვი დაამარცხა და ფინალში ხვალ უნგრელ მეტოქეს შეხვდება.