გიორგი დევდარიანმა ქუთაისის „ტორპედოს” აკადემია ჩაიბარა
გიორგი დევდარიანმა ქუთაისის „ტორპედოს” აკადემია ჩაიბარა

ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელობამ ბავშვთა ფეხბურთში დიდ ცვლილებებს გეგმავს. კლუბის ხელმძღვანელობის სურვილია, “ტორპედოს” უახლოეს პერიოდში უმაღლესი დონის აკადემია ჰქონდეს.

ამ მიზნით, “ტორპედოს” აკადემიის დირექტორად გამოცდილი სპეციალისტი, გიორგი დევდარიანი დაინიშნა, რომელსაც ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს – მთავარ მწვრთნელად მუშაობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში, ასევე “თბილისში”, “საბურთალოში”, თბილისის “დინამოში”, “ლოკომოტივსა” და გორის “დილაში”.

“მინდოდა, ისევ ბავშთა ფეხბურთში მემუშავა და მეკეთებინა ის, რაც კარგად გამომდის. ძალიან გამიხარდა, “ტორპედოდან” რომ დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს აკადემიის აწყობის იდეა, რომელსაც თამამად ვიტყვი, პრეტენზია ექნება რეგიონში იყოს ლიდერი თავისი მეთოდიკით, აღჭურვილობით, დაგეგმილი მუშაობით. ვესაუბრე ხელმძღვანელობას, გავაცანი ხედვები. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო იქ, სადაც ყველას ეცოდინება, რისთვის ვარ. პასუხისმგებლობას ვიღებ, თუკი ბავშვებისთვის შესანიშნავ პირობებს შევქმნით, ქუთაისში რამდენიმე წელიწადში ბევრი კარგი ფეხბურთელი გაიზრდება” – ამბობს დევდარიანი.