გიორგი დეკანოსიძე - „ლოკომოტივს“ დაცვაში ძალიან უჭირს, მდგომარეობა მალე უნდა გამოსწორდეს #1TVSPORT
გიორგი დეკანოსიძე - „ლოკომოტივს“ დაცვაში ძალიან უჭირს, მდგომარეობა მალე უნდა გამოსწორდეს #1TVSPORT

„ლოკომოტივის“ მწვრთნელმა, გიორგი დეკანოსიძემ ეროვნულ ლიგაში, მე-12 ტურში „დილასთან“ „დინამო-არენაზე“ წაგებულ (1:2) საშინაო შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს. 

„ზოგადად, დაცვით ფაზაში ძალიან გვიჭირს და ეროვნულ ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გვაქვს გაშვებული. ძალიან მარტივ ვითარებაში ვუშვებთ და მერე თამაში ძალიან რთულია, რადგან მატჩის გაგრძელება წაგებული პოზიციიდან გვიწევს, ამ ჩამორჩენის მერე მოგებას ხშირად ვერ ვახერხებთ“, – განაცხადა გიორგი დეკანოსიძემ.

გია ჭიაბრიშვილის დისკვალიფიკაციის გამო, „ლოკომოტივს“ ათი მატჩით დეკანოსიძე ხელმძღვანელობს. მისი თქმით, მდგომარეობა აუცილებალდ უნდა გამოსწორდეს: „მნიშვნელოვანია, რომ პირველი გავიტანოთ და მერე დაცვაში მეტი ყურადღებით ვიყოთ. რა თქმა უნდა, სამუშაო ბევრი გვაქვს. ამაზე ყოველდღიურად ბევრს ვმუშაობთ და ვეცდებით, რომ შემდეგ თამაშებში მდგომარეობა გამოსწორდეს“.

თბილისური გუნდი ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ყველაზე მეტი, 21 გოლი აქვს გაშვებული.