გიორგი ცხოვრებაძე - ევროპის ჩემპიონატზე მეორედ გავედით, ისტორიული მომენტია #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვებით (29:26) საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ:
„ჯერ კიდევ ემოციებში ვარ. მეორედ გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ეს ისტორიული ამბავია. ძალიან სასიხარულოა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, მოთამაშეებს, გულშემატკივრებს, ვინც წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში.
ხელბურთისას ასეთი სავსე დარბაზი აქამდე არ მინახავს. შევეცდებით, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონტზეც ვასახელოთ“.