გიორგი ჭყოიძე - რუსეთში რომ ჩამოვედი, ორი კვირა კარანტინში ვიყავი [ვიდეო]
გიორგი ჭყოიძე - რუსეთში რომ ჩამოვედი, ორი კვირა კარანტინში ვიყავი [ვიდეო]

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ჭყოიძე რუსეთში, პენზას „ლოკომოტივში“ ირიცხება. მასთან ერთად გუნდში კიდევ ოთხი ქართველი მორაგბე – რევაზ ბროძელი, ნიკოლოზ ცირეკიძე, ტარიელ დონაძე და ილია სპანდერაშვილი თამაშობენ.

გუნდის შერკინების მწვრთნელი დავით გურგენაძე გახლავთ. ამჟამად, გიორგი ჭყოიძე რუსეთში იმყოფება და მან საქართველოს პირველ არხთან კლუბის მომავალ გეგმებზე და ეპიდემიით გამოწვეულ მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც ირკვევა ქართველი მორაგბეს პენზას „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

28 წლის ქართველი მორაგბე აქამდე გორის „ჯიქის“ და „ლელო სარასენსის“ ღირსებას იცავდა.