გიორგი ჭირაქაძე - ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ არის თემები, რომელთაც მეტი ყურადღება უნდა მიექცეს
გიორგი ჭირაქაძე - ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ არის თემები, რომელთაც მეტი ყურადღება უნდა მიექცეს

ბევრი რამ გაკეთდა, ბოლო წლებში რათა ბიზნესგარემო იყოს უკეთესი, მაგრამ არსებობს თემები, რომლებსაც უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი ჭირაქაძემ აღნიშნა, 2017 წელს გადაწყდა, რომ გაკეთებულიყო ყოველწლიური კვლევა, საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ კერძო სექტორის თვალით.

“კვლევის მიზანი იყო, რომ გამოგვეკითხა ბიზნესასოციაციის წევრები, გაგვეგო რას ფიქრობენ ისინი, რა მიღწევებია, არის თუ არა პრობლემები. საინტერესო კვლევა ჩატარდა. არის ძალიან ბევრი საინტერესო მიღწევა, არის საკითხები, რომელიც კარგი იქნება, რომ ხელისუფლებამ გამოასწოროს. მიზანი არის, რომ არსებობდეს კერძო სექტორსა და ხელისუფლებას შორის მეტი კომუნიკაცია, სახელმწიფოს მეთაურს კარგად ესმოდეს ბიზნესი როგორ აფასებს არსებულ სიტუაციას. მთავარი რაც ჩვენ დავინახეთ, ის არის, რომ ზოგად გარემოს ბიზნესი აფასებს დადებითად. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო წლებში, რათა გარემო იყოს უკეთესი, მაგრამ არსებობს თემები, რომლებსაც უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს”, – განაცხადა ჭირაქაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება. ღონისძიებას, ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად, დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ესწრება.

დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები მთავრობის მეთაურსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს კვლევის  – “საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“ შედეგებს გააცნობენ.